საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“-მ ბოლნისში მორიგი შეხვედრა გამართა

0

12334333_888752477906162_672033103_oსაერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“-მ პროექტის ფარგლებში „საქართველოს მოქალაქეები ევროპაში“, „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება“-მ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებისთვის მორიგი შეხვედრა გამართა. სოფლის მეურნეობის თანამედროვე გამოწვევები, მალე ზრდადი ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობა და სლოვაკეთის წარმატებული პრაქტიკები სოფლის მეურნეობის შესახებ, ეს ის  საკითხებია, რომელიც  პროექტის ფარგლებში მოწვეულმა სლოვაკმა ფერმერმა აუდიტორიას გააცნო, ასევე   გაუზიარა მათ  წლების მანძილზე შეძენილი გამოცდილება.

საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორა ცენტრალურ ევროპასთან“ ერთად ახორციელებს პროექტს „საქართველოს მოქალაქეები ევროპაში“ და მისი მიზანია სასაზღვრო მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ეთნიკური მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე. პროექტი ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ხორციელდება.


Share.

Comments are closed.