რა შემთხვევაში გაუუქმდება მფლობელს მართვის მოწმობა

0

images1 იანვრიდან სამინისტრო მართვის მოწმობებთან დაკავშირებით ახალ წესს შემოიღებს, რომლის თანახმადაც, მართვის მოწმობას 1 წლის განმავლობაში 100 ქულა ენიჭება და ამოწურვის შემთხვევაში ჩამოერთმევა მფლობელს.

„1 იანვრიდან ყველა მართვის მოწმობას, განურჩევლად კატეგორიისა, წელიწადში ერთხელ 100 ქულა მიენიჭება. რამდენჯერაც მოქალაქე მოძრაობის წესს დარღვევს, პატრული გააჩერებს და დააჯარიმებს, მაგალითად ტელეფონზე საუბრისთვის, ეს შესაბამისი ქულის გამოკლებას ნიშნავს. დაჯარიმებისას კომპიუტერული პროგრამა ავტომატურად აკლებს ქულებს ამ 100 ქულიდან“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.

მისივე განმარტებით, ახალი წესის თანახმად, ვიდრე მართვის მოწმობისთვის მინიჭებული 100 ქულა ნულზე ჩამოვა, მძღოლს მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობებენ, რომ ქულები უმცირდება, განულების შემთხვევაში კი მიიღებს შეტყობინებენ, რომ  ქულები ამოეწურა და, შესაბამისად, მართვის მოწმობა გაუუქმდა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ორი თვის შემდეგ მოქალაქეს შეუძლია, მომსახურების სააგენტოს მიმართოს და თავიდან  გაიაროს გამოცდა.

„მას შემდეგ, რაც, გამოცდას ჩააბარებს, ანუ სახელმწიფო კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ მოქალაქემ იცის მოძრაობის წესები, თავიდან აიღებს მართვის მოწმობას” – ამბობს ხუციშვილი.

რომელი დარღვევა რამდენ ქულას შეადგენს, ჯერ არ არის დადგენილი და სამომავლოდ დაკონკრეტდება.

Share.

Comments are closed.