რას ფიქრობენ ბოლნისელები ახალ საგზაო რეგულაციებზე

0

12316061_730252600410075_5652262457236533411_nშინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა დაიწყო. მინისტრმა აღნიშნა, რომ პროგრამა რეალობის საჭიროებებზეა მორგებული და მისი მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება, მან უნდა დაიცვას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და მაქსიმალურად აგვარიდოს ავტოსაგზაო შემთხვევები.

პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზების წინააღმდეგ (არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა) ადმინისტრირების გაუმჯობესება; სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე კონტროლის გაუმჯობესება; ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განახლების წახალისება; სიჩქარის მობილური დეტექტორების გამოყენება, ე.წ. „უკონტაქტო პატრულირება“; გზებზე და ქალაქებში არსებული „შავი წერტილების“ განეიტრალება; 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა; ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრება; მოძრაობის წესების დარღვევებზე ქულების სისტემის შემოტანა და მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა.

ახალი პროგრამა მთელი კვირაა საზოგადოებაში განხილვის თემად იქცა, მოსახლეობის ნაწილი მას დადებითად, ნაწილი კი უარყოფითად აფასებს.  ვინაიდან პროგრამა ვრცელი და მრავალმიმართულებიანია ამ ეტაპზე მხოლოდ მისი ორი კომპონენტის: მარჯვენა საჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვასა და ქულათა სისტემის შემოღებაზე გამოვიკითხეთ ბოლნისელთა აზრი.


მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში!

როგორ აფასებთ 100 ქულიანი სისტემის შემოღებას?
13 votes

 

როგორ აფასებთ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას?
11 votes

 

 

Share.

Comments are closed.