ორი პირველი და ერთი მეორე ადგილი

0

12442955_901209563327120_691822846_nორი პირველი და ერთი მეორე ადგილი – ამ შედეგებით დაბრუნდნენ საქართველოს ჩემპიონატიდან კიკბოქსინგელები. ორდღიან ჩემპიონატზე საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის  სპორტსმენები მონაწილეობდნენ, ბოლნისელები  მალხაზ დემურაშვილი, გურიკო ლაზარეშვილი და ლაშა გოგოლაძე თასით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

„კმაყოფილი ვარ ჩემი სპორტსმენებით, ძალისხმევას არ ვზოგავთ, ინტენსიურად ვემზადებით და დიდ გამარჯვებებთან ერთად შედეგიც სახეზე გვაქვს. ბოლნისელი სპორტსმენები საქართველოს კიკბოქსინგის ნაკრებში აიყვანეს, სამომავლოდაც დიდი გეგმები გვაქვს“, – აღნიშნა  მწვრთნელმა ბაჩუკი ზურაბაშვილმა.


Share.

Comments are closed.