18 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ფრაქციის სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე ნუკრი ანდრიაძე უძღვებოდა. ფრაქციის წევრებმა 2015 წელი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, განიხილეს 2016 წლის ბიუჯეტი, რომელიც 21 დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდება.
„დღევანდელი სხდომა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. კმაყოფილი ვარ ფრაქციის მუშაობით, რადგან თითოეული წევრი აქტიურადაა ჩართული პრობლემების მოგვარებაში. დღეს შევაჯამეთ ბიუჯეტი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე 21 დეკემბერს დამტკიცდება. საკმაოდ კარგი ბიუჯეტი გვაქვს და მინდა მადლობა ვუთხრა აღმასრულებელ ორგანოს ნაყოფიერი მუშაობისთვის“, -აღნიშნა „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ ნუკრი ანდრიაძემ.