მთავარ ბიბლიოთეკაში დოკუმენტური ფილმის „ხმა ამოიღე“ ჩვენება გაიმართა

0

12346888_1086273678057545_50856001_n„ნარინჯისფერი მსოფლიო – შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ“ თექვსმეტდღიანი აქციის ფარგლებში დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში დოკუმენტური ფილმის „ხმა ამოიღე“ ჩვენება გაიმართა. ორმოცდახუთწუთიან ფილმში ნაჩვენებია რეალური ამბები და ნათლად ჩანს ქალებისა და გოგონების უფლებების დარღვევა, სადაც ადამიანები ფიზიკური და სექსუალური  ძალადობის მსხვერპლი ხდებიან და დეტალურადაა ასახული  შემზარავი ისტორიები.

დოკუმენტური ფილმის ჩვენების შემდეგ დარბაზში დისკუსია გაიმართა თემაზე: რა დანაშაულები არსებობს, რა განაპირობებს ძალადობას და აქვს თუ არა ძალადობას გენდერი. დისკუსიის დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოება აქციას შეუერთდა და სიმბოლურად ნარინჯისფერი საღებავით, ხელის პრინტებით სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ღონისძიება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით (მუნიციპალიტეტის გენდერული მრჩეველი და „ქალთა ოთახი“)

და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), „მცირე კავკასიის ალიანების პროგრამა“ და მერსი ქორფსის მხარდაჭერით გაიმართა.

აქცია „ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით იმართება, 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება.


Share.

Comments are closed.