3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქ. მარნეულის სპორტულმა კომპლექსმა პარა-კალათბურთის მატჩს და სხვა სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლა.
აღნიშნული ღონისძიება კომპანია „არემჯის“ ფინანსური მხარდამჭერითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა და მასში სხვადასხვა ასაკის შშმ პირები იღებდნენ მონაწილეობას.
ამხანაგურ მატჩში პარა-კალათბურთელები მარნეულის კალათბურთის გუნდს შეეჯიბრნენ. მიმდინარე თამაშის პარალელურად სპოტულ კომპლექსში მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა სხვადასხვა შეჯიბრებები, მათ შორის მაგიდის ჩოგბურთი, მკლავჯიდი, ნარდის შეჯიბრი და სხვა.
მარნეულში პარა-კალათბურთის მატჩი გაიმართა
0
Share.