კულტურის სახლმა „განთიადის” აღსაზრდელებს უმასპინძლა

0

12351119_888794611235282_801288542_nშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღეს ბოლნისიც შეუერთდა.  კულტურის სახლის ფოიეში, საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე დევიზით „თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები“  ღონისძიება გაიმართა, სადაც მოწვეულნი იყვნენ სარეაბილიტაციო ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარები.

ღონისძიება ანსამბლმა „თამარიონმა“ ქართული ცეკვით გახსნა. მას მოჰყვა ჯგუფები „მასპინძელო“ და „ალილო“. შემდეგ ბავშვთა თეატრი „საზღაპრეთი“ ნელი ვალსით წარსდგა. თოჯინების თეატრმა წინასაახალწლო განწყობა შექმნა, ფიფქიამ და თოვლის ბაბუამ მოწვეული სტუმრები საცეკვაოდ გაიწვია. სამეჯლისო ცეკვამ „ჩა-ჩა-ჩა“ სცენაზე ცეცხლი დაანთო, ანსამბლმა „იმედიმა“ თავისი რეპერტუარით დარბაზი აიყოლია, ღონისძიება ზურა ყაველაშვილის ბენდმა დაასრუ
ლა.

მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დაცვის საერთაშორისო დღეს 3 დეკემბერს აღნიშნავს, ამასთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ქვემო ქართლში სამდღიანი ღონისძიება გაიმართა, რომელიც რუსთავში გალა კონცერტით დასრულდა, სადაც სარეაბილიტაციო ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებმაც მიიღეს მონაწილეობა და სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.


Share.

Comments are closed.