კულტურის სამინისტროში ბოლნისის ახალი მუზეუმის შენობის პროექტის პრეზენტაცია მოეწყო

0

12376588_905319722849636_324621981985219014_nკულტურის სამინისტროში, ბოლნისში ახალი მუზეუმის პროექტის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა დოლიძე უძღვებოდნენ.

პრესკონფერენციაზე შედგა ბოლნისის ახალი მუზეუმის შენობის პროექტის პრეზენტაცია, რომელიც კონკურსში გამარჯვებული კომპანიის „არქიტექტორები.ჯი“ არქიტექტორმა გაგა კიკნაძემ წარმოადგინა. ბოლნისის ახალი მუზეუმის პროექტსა და სამშენებლო სამუშაოებს ფინანსურად სრულად უზრუნველყოფს კომპანია „არემჯი“.

თანამედროვე სტანდარტის ბოლნისის მუზეუმი იქნება საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი საინტერესო კოლექციებით. მუდმივმოქმედი გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ქვემო ქართლის რეგიონის მდიდარი ბუნება და კულტურული მემკვიდრეობა. ბოლნისის მუზეუმს ასევე ექნება ფონდსაცავი, სადაც დაცული იქნება რეგიონში არსებულ ძეგლებზე მოპოვებული მდიდარი კოლექცია;

ამასთანავე, მუზეუმში მოეწყობა დროებითი გამოფენები და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება. დაგეგმილია მულტიფუნქციური საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა, მუზეუმში იმუშავებს ბიბლიოთეკა/მედიათეკა და საკონფერენციო დარბაზი.

მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები 2016 წელს დაიწყება. ბოლნისის ახალი მუზეუმის პროექტსა და სამშენებლო სამუშაოებს ფინანსურად სრულად უზრუნველყოფს კომპანია „არემჯი“.


Share.

Comments are closed.