კომუნალური მეურნეობის 75 თანამშრომელს საახალწლო ნობათი გადაეცა. სამსახურის ხელმძღვანელმა მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი პირადად გადასცა. საჩუქრების შესაძენად თანხა საჯარო მომსახურეთა პროფესიული კავშირის ბოლნისის რაიონულმა კომიტეტმა ორგანიზაციის საწევრო დანაზოგიდან გამოყო.