თოჯინების თეატრი პატარების წინაშე საახალწლო სპექტაკლით წარსდგა

0

12459562_901755486605861_1390348680_nახალი თოჯინებით, დეკორაციით, ზღაპრის გმირებითა და განახლებული რეპერტუარით წარსდგა თოჯინების თეატრი პატარების წინაშე. „ახალი წლის სასწაული“ ასე ერქვა ზღაპარს, რომელშიც ყველა ბავშვის საახალწლო ოცნება სრულდება, ბოროტებას კი სიკეთე ამარცხებს, სპექტაკლს ლამაზ ისტორიასთან ერთად შემეცნებითი ხასიათიც ჰქონდა.

„ახალი წლის სასწაული“ ბოლნისის თოჯინების თეატრში ათი წლის წინ დაიდგა, ხოლო მის განახლებულ ვარიანტზე მუშაობა  ორი თვის წინ დაიწყო, რომელშიც კულტურის სახლის შემოქმდებითი ჯგუფი ჩაერთო.

„ვცდილობთ სპექტაკლი დატვირთული იყოს შემეცნებითი კუთხით, ამიტომ  სპექტაკლში ასახული იყო მეზობელი ბავშვების მეგობრობა, ხაზი გვქონდა გასმული იმ ფაქტზე, რომ არ შეიძლება ხის მოჭრა და ბოროტებას ყოველთვის  ამარცხებს სიკეთე. შევეცადეთ  პატარებისთვის წარმოგვედგინა ლამაზი საახალწლო ზღაპარი, რომელშიც ჩართული იყო მთელი კულტურის სახლი, მოვამზადეთ დეკორაცია, შევკერეთ თოჯინები და შევეცადეთ ახალი ზღაპრითა და გმირებით გაგვეხარებინა ჩვენი პატარები. დარბაზი სავსე იყო მაყურებლით,  რაც ძალიან მახარებს“, -განაცხადა თოჯინების თეატრის ხელმძღვანელმა თამარ ბობოხიძემ.

სპექტაკლის დასასრულს პატარები კიდევ უფრო გაახარა სპეციალურად მათთვის მოწვეულმა  თოვლის ბაბუამ, რომელთანაც ბავშვებმა სამახსოვრო სურათები გადაიღეს და საახალწლო წერილები გადასცეს.

Share.

Comments are closed.