დასაქმებულ ქალთა შრომით უფლებებზე ისაუბრეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში

0

12349615_888773187904091_931626325_oპროფესიული კავშირის გაერთიანების წარმომადგენლებმა  დასაქმებული ქალებისთვის სემინარი ჩაატარეს. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო  ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესების კუთხით კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გაცნობა, მათი ინფორმირება და გააქტიურება.

„დღევანდელი სემინარის თემა იყო დასაქმებულ ქალთა შრომითი უფლებები. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით წარმოვადგინეთ პრეზენტაცია და მოვაწყვეთ დისკუსია, შევეხეთ ისეთ თემებს, როგორიცაა დემოგრაფიული პრობლემები, მინიმალური ხელფასის ცნება და ა.შ. ვიმსჯელეთ  ამ   საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებულ არსებულ ინიციატივებზე. ძალიან ბევრმა ქალმა არ იცის შრომითი უფლებები. ამიტომ ჩვენი ვალია ვიაროთ რეგიონებში  პროფკავშირების წევრებთან,  მოვისმინოთ არსებული პრობლემები, პრეტენზიები და მოვახდინოთ როგორც ჩვენი, ისე მათი ჩართულობის გააქტიურება ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრაში“, – განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ეთერ მათურელმა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი დასაქმებული ქალებისთვის კამპანიას ნორვეგიის პროფესიული განათლების პროფკავშირის გაერთიანების მხარდაჭერით ახორციელებს, მისი მიზანია დასაქმებულ ქალთა ჩართვა კანონშემოქმედებით საქმიანობაში.


Share.

Comments are closed.