გუბერნატორმა სოფელ ტალავერის ორ ღვაწლმოსილ პედაგოგს დიპლომები გადასცა

0

1655932_1081483455246106_1453242116913954064_nქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი მოადგილე ნუგზარ სალიასა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოგი მეშველიანთან ერთად სოფელ ტალავერის N1 საჯარო სკოლას ესტუმრა. მხარის პირველმა პირმა სამასწავლებლოში შეკრებილ პედაგოგებს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და ტბილეულითა და დიპლომებით დაასაჩუქრა.
ღვაწლმოსილ მასწავლებლებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმაც მიმართა.
,,მე ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მუნიციპალიტეტში თქვენი სახით ღირსეული პედაგოგები მოღვაწეობენ. თქვენ მრავალი თაობა აღზარდეთ და იმედი მაქვს, მომავალშიც ძალისხმევას არ დაიშურებთ წარმატებული მოსწავლეების აღსაზრდელად“,- აღნიშნა გოგი მეშველინმა.
სოფელ ტალავერის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ალადინ კასუმოვი და N 2 საჯარო სკოლის პედაგოგი გამიდ ქერიმოვი 76 წლისანი არიან. ერთად დაამთავრეს საშუალო სკოლა და უმაღლესი განათლებაც ერთად მიიღეს. სოფელ ტალავერის სკოლებში ისინი მოსწავლეებს ბიოლოგიასა და გეოგრაფიას ასწავლიან. ალადინ კასუმოვსა და გამიდ ქერიმოვს უკვე 53 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვთ. ამბობენ, რომ ვიდრე ძალა და უნარი შესწევთ, იგივე შემართებით გააგრძელებენ პედაგოგიურ მოღვაწეობას.


Share.

Comments are closed.