გივი დემურაშვილმა მორიგი წარმატება მოიპოვა

0

12325319_886962214751855_1878231133_n27-29 ნოემბერს ქალაქ თბილისში გაიმართა ლერი ხაბელოვის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში 1999-2000 წლებში დაბადებულ ვაჟებს შორის.

ტურნირში საქართველოს გარდა მონაწილეობდნენ რუსეთის, ისრაელის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრები გუნდები. აღნიშნულ ტურნირზე ბოლნისელმა ფალავანმა გივი დემურაშვილმა 63 კგ. წონით  კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

„ჩვენმა სპორტსმენმა ამჯერადაც გვასახელა და უკვე წელს მესამედ დადო შედეგი.  დიდი იმედი მაქვს, რომ გივი 2016 წლის საქართველოს პირველობაზეც გვასახელებს“, -აღნიშნა მწვრთნელმა ელგუჯა ბასილაშვილმა.

Share.

Comments are closed.