„გაზეთი ბოლნისის“ სპეციალური განცხადება გამოკითხვასთან დაკავშირებით

0

ბანერი-2რამდენიმე დღიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ გამოკითხვა, რომელიც პირველი დეკემბრიდან მიმდინარეობს ჩვენს პორტალზე bolnisi.ge და რომლის მიზანიც წლის საუკეთესო ადამიანების გამოვლენა გახლდათ, უნდა შევწყვიტოთ. ნამდვილად რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა შექმნილმა სიტუაციამ საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ მსგავს ვითარებაში გამოკითხვის გაგრძელება შეურაცხმყოფელია როგორც  მონაწილე ნომინანტებისთვის, ასევე ჩვენთვისაც. სამწუხაროდ ჩვენი კეთილი ნება, რომ მკითხველს ერთი მოწყობილობიდან ერთი ხმის მიცემის უფლება ჰქონოდა ყოველდღიურად, ბოროტად იქნა გამოყენებული და მოხდა ხმების ხელოვნური დაგროვება, რაზეც შემდეგი მონაცემები მეტყველებს: 1 დეკემბრიდან დღემდე საიტზე სულ 14 ათასამდე ვიზიტორია შემოსული, თუმცა ერთ-ერთ ნომინაციაში დაფიქსირებულ ხმათა რაოდენობა შეადგენს 31215.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან არანაირი მონაწილეობა ხმების ხელოვნურად გაზრდაში არ არის, როგორც იდეის ავტორები და განმახორციელებლები ვგრძნობთ ჩვენს პასუხისმგებლობას და ვწყვეტთ გამოკითხვას.

ბოდიშს ვუხდით ყველა იმ მონაწილეს, ვინც რეალურ ხმებს ფლობდა.

როგორ აფასებთ გადაწყვეტილებას გამოკითხვის შეწყვეტასთან დაკავშირებით?
66 votes

 


Share.

Comments are closed.