ბუნებრივი აირის გათიშვასთან დაკავშირებით სკოლებში გაკვეთილების ხანგრძლივობა შემცირდება

0

a_2967ბუნებრივი აირის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი განცხადებას  ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 14, 15 და 16 დეკემბერს ქალაქ ბოლნისის №1, №2, №3 და №5 საჯარო სკოლებში, დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლაში, ქვემო ბოლნისი №1 საჯარო სკოლის ძირითად კორპუსში და სოფელ ჭაპალას საჯარო სკოლაში (სამტრედო დაწყებითი)  ჩატარდება 35 წუთიანი გაკვეთილები,”- ნათქვამია რესურსცენტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, მაგისტრალურ გაზსადენზე შეჭრითი სამუშაოების ჩატარებასთნ დაკავშირებით მიმდინარე წლის 14 დეკემბრის დილის 5 საათიდან, მიმდინარე წლის 15 დეკემბრის 15:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა აბონენტს.

როგორც „სოკარ ჯორგია გაზი” -ის წარმომადგენლობაში აცხადებენ, აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის აღდგენა-მიწოდება დაიწყება მიმდინარე წლის 16 დეკემბრის 15:00 საათიდან და დასრულდება 17 დეკემბრის 15:00 საათზე.


Share.

Comments are closed.