სოციალურად დაუცველი ვეტერანები საახალწლოდ საჩუქარს მიიღებენ

0

284255_196454937082300_6120980_n (1)მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ინვალიდები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი სოციალურად დაუცველი ვეტერანები საახალწლოდ ფულად საჩუქარს მიიღებენ. 28 ვეტერანს პირად ანგარიშზე ასი ლარი ჩაერიცხება. „სოციალური პროგრამით ერთჯერად ფულად დახმარებას კატეგორიების მიხედვით ვუწევთ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, ესენი არიან მეორე მსოფლიო ომის უშუალო მონაწილეები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახები. ვინაიდან ვეტერანების რიცხვი შემცირდა და ზოგიერთმა საქართველოში არ ყოფნის გამო თანხა ვერ მიიღო, აქედან გაკეთდა ეკონომია, №62 დადგენილებაში შევიდა ცვლილება და აღნიშნული ეკონომიით, რომელიც 2900 ლარია, გადავწყვიტეთ დახმარება გავუწიოთ ისეთ ვეტერანებსაც ვინც ამ კატეგორიაში ვერ ჯდება“, – აღნიშნა სოციალური განყოფილების უფროსმა შავლეგ მუშკუდიანმა.


Share.

Comments are closed.