ბოლნისს ვიშეგრადის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები სტუმრობდნენ

0

12351301_891054234342653_1289079741_nსლოვაკეთის, ჩეხეთის, პოლონეთის, უნგრეთისა და მოლდოვეთის წარმომადგენლები დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო  ურბანული დაგეგმარების, ფინანსების განკარგვის, გარემოს დაცვისა და მუნიციპალიტეტის განვითარების კუთხით სამუშაო გამოცდილების გაზიარება.

„ჩვენ და სლოვაკეთის მუნიციპალიტეტის ასოციაცია ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ, რომლის მიზანია სამუშაო გამოცდილების გაზიარება, აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრებს ვმართავთ ქვემო ქართლში. გვსტუმრობენ ვიშეგრადისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტების მერები. ისინი ეცნობიან  ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას, არსებულ და დაგეგმილ პროექტებს, უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას. შეხვედრები მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ აზრთა გაცვლა-გამოცვლის შედეგად  იბადება საინტერესო და სასარგებლო იდეები. ივნისის თვეში ჩვენი ასოციაციის წარმომადგენლები სასწავლო პროგრამით იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნებში,  სამომავლოდ კი იგეგმება მათი ჩამოსვლა საქართველოში“, – განაცხადა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ტატა ბოკუჩავამ.

აღნიშნული კუთხით შეხვედრები მოეწყო რუსთავში, მარნეულსა და ბოლნისში. ბოლნისის შემდეგ შეხვედრა დაგეგმილია დმანისის მუნიციპალიტეტში.

Share.

Comments are closed.