ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა 2015 წელი შეაჯამა

0

ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა სკოლის დირექტორებთან, პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად საჯაროდ, საზეიმო ვითარებაში შეაჯამა 2015 წელს მიღწეული წარმატებები, მიმოიხილა განხორციელებული და დანერგილი სიახლეები, განიხილა ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები. იამზე სვანიძემ ხაზი გაუსვა სკოლების მიერ განხორციელებულ აქტივობებს , როგორც საგანმანათლებლო და შემეცნებით, ისე სოპრტული კუთხით. ბოლნისის რესურსცენტრის ხელმღვანელმა მხარში დგომისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის გამგებელს გოგი მეშველიანს.
,,წარმატებული ახალგაზრდობა საქართველოს ხვალინდელი დღეა. მუნიციპალიტეტს ჰყავდეს 16 მედალოსანი სწორედ თქვენი მუხლჩაუყრელი შრომისა და ღვაწლის შედეგია. მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო თქვენს მიმართ და მომავალ საქმიანობაში მხარდაჭერა გამოგიცხადოთ ’’,- ამ სიტყვებით მიმართა ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და თანადგომას დაჰპირდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მადლობის სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს სხვადასხვა პროექტებსა და ოლიმპიადებზე გამარჯვებული მოსწავლეები, ასევე დასაჩუქრდნენ ის მოსწავლეები რომლებმაც წარმატებით დაასრულეს საბაზისო საფეხური და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში კომპიუტერები მიიღეს საჩუქრად.
საზეიმო ვითარებაში მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს დღესვე მუნიციპალიტეტში არსებული 34-ვე საჯარო სკოლის დირექტორი .
2014-2015 სასწავლო წელს მუნიციპალიტეტს 16 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ჰყავდა, რომლებიც მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად დააჯილდოვა.
შეხვედრის დასასრულს დასახელდნენ 2015 წლის საუკეთესო დირექტორებიც. ფასიანი საჩუქრითა და მადლობის სიგელით დღევანდელ ღონისძიებაზე პედაგოგი თინა ნადარაია დააჯილდოვეს , რომელსაც წელს 75 წელი შეუსრულდა და საგანმანათლებლო სფეროში 50 წლიანი სამუშაო სტაჟი აქვს.


Share.

Comments are closed.