ბოლნისის მუნიციპალიტეტმა 2015 წელი გრანდიოზული ღონისძიებით გააცილა

0

12377702_1083799481681170_3168798241880786835_oბოლნისის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები რამდენიმე საათის წინ გრანდიოზული ღონისძიებით დაგვირგვინდა.
ოთო ნემსაძე, ნინა სუბლატი, ნინი ბრეგვაძე, ძმები გულაშვილები და ჯგუფი ,,Gufi land”-, ეს იმ შემსრულებელთა ჩამონათვალია, რომლებმაც ბოლნისელი მსმენელისთვის წინასაახალწლო განწყობის შექმნაზე იზრუნეს. ყველასათვის საყვარელმა მომღერლებმა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ დამონტაჟებულ სცენაზე, ცნობილიჰიტები ააჟღერეს და მაყურებლის ოვაციებიც დაიმსახურეს. ღონისძიებაზე სიტყვით მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გამოვიდა. დავით შერაზადიშვილმა დამსწრეთ დამდეგი ახალი 2016 წელი მიულოცა.
ღონისძიება , რომელიც დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა გილოცავთ ახალ 2016 წელს!


Share.

Leave A Reply