ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გილოცავთ ახალ 2016 წელს!

0

11249400_1084361134958338_379518254926234052_o– სულ რამდენიმე საათში 2016 წელი შემოაბიჯებს ახალი იმედებითა და მოლოდინებით. ჩვენი ქვეყნის წინსვლა მისი თითოეული მხარისა და მუნიციპალიტეტის წარმატებაზეა დამოკიდებული. თუ განვლილ წელს შევაჯამებთ, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მრავალი წარმატებულად განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტის, ასევე კულტურისა და სპორტული ფესტივალების წელი. მუნიციპალიტეტში 2015 წელს დაიწყო რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც მომავალ წელს უნდა დასრულდეს. მჯერა, რომ 2016 წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება. მინდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის თითოეულ მაცხოვრებელს, გულითადად მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი. 2016 წელი ყოფილიყოს თქვენთვის და სრულიად საქართველოსთვის წარმატებისა და ბედნიერების მომტანი!

Share.

Leave A Reply