ბოლნისის მუნიციპალიტეტი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება

0

12303996_1003093956399859_5384022554522582923_oნინა ავქოფაშვილს, დალი ფილიშვილს, მანანა ფოფხაძეს და მათთან ერთად კიდევ თვრამეტ მოვაჭრეს მუნიციპალიტეტის გამგეობა თანხით დაეხმარება. გამგებლის კეთილი ნებით, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 10 500 ლარი გამოიყო, რომელიც მოვაჭრეებზე გადანაწილდება.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 21 მოვაჭრე დაზარალდა. დაიწვა 2000 კვადრატული მეტრი ფართობი.

„ზარალის ანაზღაურების თხოვნით თითოეულმა  გამგეობას განცხადებით მომართა.  მათი პროდუქცია არ იყო აღწერილი და არც მოვაჭრეები იყვნენ დარეგისტრირებული ინდმეწარმეებად. ჩვენმა ერთ-ერთმა განყოფილებამ აიღო პასუხისმგებლობა, მოიკვლია და აქტების შედეგად დადასტურდა, რომ ეს ადამიანები ნამდვილად მუშაობენ ბაზარში. ზუსტი ზარალის დადგენა  შეუძლებელია, ამიტომ გამგებლის გადაწყვეტილებით ყველა მოვაჭრეს ერთნაირად დავეხმარებით. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა გადანაწილდება და 500 -500 ლარს მიიღებს თითოეული“, – აღნიშნა ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელმა პაპუნა მუშკუდიანმა.

Share.

Comments are closed.