ბოლნისის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მიმდინარეობს

0

12369953_1701150210098012_2001712522_o15 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში სტარტი აიღო  სასკოლო სპორტულმა ოლიმპიადამ, სადაც მონაწილეობას იღებენ  34  საჯარო და კერძო სკოლის 2000-2001-2002 წლებში დაბადებული მოზარდები.

ოლიმპიადის პირველი დღე მარათონს დაეთმო,  სადაც  21 სკოლა ჩაერთო. გარბენი რიტუალების მიმდებარე ტერიტორიიდან  დაიწყო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ადმინისტრაციულ  შენობასთან დასრულდა..

მონაწილე გოგონებს შორის პირველი ადგილი  აითან ისმაილოვამ დაიკავა (სოფელ ქვეშის საჯარო სკოლა)

მეორე ადგილი ულვია ახასოვამ( სოფელ ფარიზის საჯარო სკოლა)

ხოლო მესამე ადგილს თურქან მამედოვა დაეუფლა ( სოფელ ფარიზის საჯარო სკოლა)

ხოლო ვაჟებს შორის პირველი ადგილი ლაშა აწყურელმა დაიკავა (დაბა კაზრეთის საჯარო სკოლა)

მეორე ადგილზე შამილ ხალილოვი გავიდა, (სოფელ  აკაურთის საჯარო სკოლა)

მესამე ადგილი კი ბექა საღლიანს ერგო (დაბა თამარისის საჯარო სკოლა)

სპორტული ღონისძიების ფარგლებში დღეს ტურნირი მინი ფეხბურთში გაიმართა,   სადაც მონაწილეობას 23 საჯარო სკოლის საფეხბურთო გუნდები იღებდნენ, ხოლო ნახევარ ფინალში გადამსვლელები    ხვალ გამოვლინდებიან.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 15 დეკემბერს  დაიწყო და 19 დეკემბერს დასრულდება.

ორგანიზატორები არიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური და სპორტულ -გამაჯანსაღებელი კომპლექსი.


Share.

Comments are closed.