ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბაღებში სამი დღით სააღმზრდელო პროცესი შეწყდება

0

12087311_1046609228733529_5386160191218274513_oბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი სამი დღით შეწყდება. მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მხოლოდ სოფელ ტანძიის ბაგა-ბაღი. დანარჩენი ბაღები 14, 15 და 16 დეკემბერს აღსაზრდელებს არ მიიღებენ. მიზეზი გაზის ტრანსპორტიორი კომპანიის მიერ დაგეგმილი სამუშაოებია, რის გამოც აღნიშნულ დღეებში ბოლნისის მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

ინფორმაციისთვის. სკოლამდელი დაწესებულებების უმეტესობა ბუნებრივი აირით თბება, ასევე ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული აღსაზრდელებისთვის საკვების მომზადების პროცესი.

როგორც „ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულებაში” აცხადებენ, სააღმზრდელო პროცესი ბაღებში 17 დეკემბერს განახლდება.


Share.

Comments are closed.