შპს „სოკარ ჯორჯია გაზის” მაგისტრალურ გაზსადენზე შეჭრითი სამუშაოების ჩატარებასთნ დაკავშირებით მიმდინარე წლის 14 დეკემბრის დილის 5 საათიდან, მიმდინარე წლის 15 დეკემბრის 15:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა აბონენტს.
როგორც „სოკარ ჯორგია გაზი” -ის წარმომადგენლობაში აცხადებენ, აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის აღდგენა-მიწოდება დაიწყება მიმდინარე წლის 16 დეკემბრის 15:00 საათიდან და დასრულდება 17 დეკემბრის 15:00 საათზე.