ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა!

0

12309372_1697113207168379_865348466_nგენდერული ძლადობის 16 დღიან აქციას ბოლნისიც შეუერთდა.

არასამთვრობო ორგანიზაციის „ქალი და სამყაროს“  და მუნიციპალიტეტის ერთობლივი ორგანიზებით ქალაქის ქუჩებში ძლადობის წინააღმდეგ მსვლელობა მოეწყო,    რაშიც მონაწილეობას იღებდნენ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ,  ადგილობრივი არასამთვრობო ორგანიზაციები და წითელი ჯვრის მოხალისეები .

მსვლელობა ბოლნისის კულტურის სახლთნ დასრულდა, სადანაც  აქციის მონაწილეებმა  ნაადრევი ქორწინების უარყოფით მხარეებზე ისაუბრეს.
ადრეულ ქორწინებას თან ახლავს არასრულწლოვანთა ორსულობა და მშობიარობა, რომელიც საფრთხეს უქმნის გოგონების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს!
ნუ გაათხოვებ!
მიეცით გოგონებს ის, რაც ეკუთვნით: საკუთარი ცხოვრება, არჩევანი, სწავლა, დამოუკიდებლობა!
დამსწრეებს ასევე გააცნეს მცირე სტატისტიკური მონაცემები:
საქართველოში, ყოველ დღე  4 არასრულწოვანი გოგონა ხდება დედა. საგანგაშოა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც  2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე, 7367-მა გოგონამ მე-7-9 კლასში განათლების მიღება შეწყვიტა,  ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

მარინა ბჟალავა, არასათავრობო ორგანიზაცია ,,ქალი და სამყარო:’’

– მოგეხსენებათ,  ადრეული ქორწინება  სერიოზული პრობლემაა,  განსაკუთრებით ჩვენი რაიონისთვის, იმიტომ რომ ქვემო ქართლში ნაადრევი ქორწინების ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული,  საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რამდენად მძიმედ აისახება გოგონების ჯამრთელობაზე და მათ  მომავალზე.  ქალთ ჩაგვრა კიდევ სერიოზულ, უარყოფით გავლენას ახდენს საზოგადოების განვითარებაზე.

ფატი  ტვილდიანი,  გამგებლის თანაშემწე გენდერულ საკითხებში:

– 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე  მთელს მსოფლიოში ტარდება 16 დღიანი საინფორმაციო კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ , რომელსაც საფუძველი 1991 წელს ჩეყარა,  ამ კამპანიას ადგილობრივ არასამთვრობოებთნ ერთდ ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ერთად დავგმეთ ძლადობა და ნაადრევი ქორწინება.

Share.

Comments are closed.