„ჯიქებმა” „ყოჩები” დაამარცხეს

0
11990638_453408384861246_1351216328606475095_nუკვე მერამდენედ ამ სეზონში, ბოლნისის “ყოჩებს” თამაში არ წაუვიდა და მართალია საპლეიოფო ექვსეულში დარჩა, მაგრამ წინსვლის ნაცვლად მას მდევარი წამოეწია.
გათამაშების ლიდერ გორის “ჯიქთან” მატჩს, ყველა იმ იმედით ელოდა, რომ პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანში შედგებოდა, მით უმეტეს, რომ ბოლო დროს გორელები აშკარად არ იყვნენ ფორმაში და სამი თამაშიდან ორი ჰქონდათ წაგებული, ერთი კი, ფრედ დაასრულეს. მაგრამ მოხდა პირიქით, მეტოქემ ყველა კომპონენტში იმძლავრა, “ყოჩებს” არაფერი გამოუვიდა და “ჯიქმა” პირველი წრის მსგავსად, სამი უპასუხო ლელოსთვის პრემიალური ქულა ჩაიწერა.
“ყოჩებმა” დათმო შერკინება, ვერაფრით მოახერხა თამაშის გაშლა და პრაქტიკულად მთელი პირველი ტაიმი საკუთარ ნახევარზე გაატარა. საათის შემდეგ მატჩის მსვლელობაში თითქოს გარდატეხა მოხდა და მოგებაზე რა გითხრათ, მაგრამ პრემიალურ ქულაზე თამაშის შანსი გაჩნდა. მაგრამ ვერ ივარგა დერეფანმა და ზედიზედ ოთხი წაგებული აუტის შემდეგ, 3:19 მარცხიც კარგი შედეგია.
არადა, “ჯიქს” კატასტროფულად არ უვარგოდა კარში დარტყმები და ამით 12 ქულა დაკარგა, თუმცა, ამ შანსის გამოყენება ვერ მოხერხდა. საწყისი 10 წუთის შემდეგ, გორელებმა სიმძლავრეში უპირატესობა იგრძნის, 5-მეტრა შერკინებიდან მოკლე ფრთაზე შეუტიეს და პირველი ლელო გაიტანეს, ხოლო 32-ე წუთზე მოლით იარეს 15 მეტრი და მეორე ლელო გაიტანეს. ჯარიმებისგან განსხვავებით, გარდასახვები ზუსტი იყო. მხოლოდ ამის შემდეგ გამოცოცხლდა “ყოჩები” და თემურ სოხაძე ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, ზედ შესვენების წინ კი, რთული პოზიციიდან დარტყმა გაუცუდდა.
მეორე ტაიმში, ორი აცილებული ჯარიმის შემდეგ, “ჯიქმა” კვლავ ლელოზე ითამაშა, ხაზიც გაიჭრა და ბოლნისელებმამესამელელო მიიღეს. “ყოჩების” სათადარიგო მორკინალებმა მეტოქისას რომ აჯობეს, საათის შემდეგ თამაშიმეტოქის ნახევარზე გადავიდა, მაგრამ შეცდომებმა მისი გამოყენების საშუალება არ მოგვცა და კონტრშეტევაზე ლელოს გატანის შანსიც ჰქონდა. მოკლედ, “ყოჩები” 3:19 დამარცხდა. წლის ბოლომდე მას კიდევ სამი თამაში აქვს ჩასატარებელი, აქედან ორი აუტსაიდერ “არმაზთან” და ქულათა მაქსიმუმი უნდა აიღოს, 2016 წლუდან კი, ლიდერებს მძლავრად შეუტიოს!
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. X ტური
21 ნოემბერი
თბილისი. “ავჭალა”
ლოკომოტივი (თბილისი) – არმია (თბილისი) 27:3
რუსთავი. ახალი
ხარები (რუსთავი) – აია (ქუთაისი) 22:13
22 ნოემბერი
თბილისი. “შევარდენი”
ყოჩები (ბოლნისი) – ჯიქი (გორი) 3:19 (3:14)
ყოჩები: 15. ლევან გოგოლაშვილი, 14. ნიკა ცირეკიძე, 13. გიორგი ხარშილაძე, 12. რატი გარუჩავა, 11. ალექსი ხუციშვილი, 10. თემო სოხაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. ბაჩანა გოგიშვილი, 2. ირაკლი სვანიძე, 3. გიორგი ჯაშიტაშვილი, 4. მიხეილ არჩუაშვილი, 5. დემურ ეფრემიძე, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ჯაბა კიკვიძე.
სათადარიგოები: 16. ლევან შენგელია, 18. თემურ ჯინჭარაძე 19. გიორგი ხოსიტაშვილი, 27. დავით გრძელიშვილი, 20. ბექა გუგეშაშვილი, 22. რატი ურუშაძე, 17. თორნიკე ცერცვაძე, 23. გიორგი კაჭარავა.
1 ჯარიმა: სოხაძე
თბილისი. “ლელო”
ლელო-სარასენსი (თბილისი) – აკადემია (თბილისი) 24:7
ბათუმი. გონიო
ბათუმი (ბათუმი) – არმაზი (თბილისი) 21:13
გუნდები                თ მ ფ წ     +/-      ქ  ბ
ჯიქი                      10 7 1 2 171:91  35 5
ბათუმი                 10 7 1 2 174:137 33 3
ლელო-სარასენსი 10 7 1 2 187:147 32 2
ლოკომოტივი       10 6 0 4 191:152 29 5
აია                        10 6 1 3 169:140 28 2
ყოჩები                   9 4 0 5 146:149 20 4
ხარები                 10 4 0 6 119:165 18 2
აკადემია              10 3 0 7   91:153 15 3
არმია                   10 2 1 7 174:238 14 4
არმაზი                  9 0 1 8  125:182  7  5
მომდევნო ტური. 28-29 ნოემბერი
ხარები – აკადემია, აია – ბათუმი, არმაზი – ყოჩები, ჯიქი – ლოკომოტივი, არმია – ლელო-სარასენსი

Share.

Leave A Reply