ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა დახმარებას გაუწევს

0

12311882_10153758985693007_69705064_o (1)ბოლნისის აგრარულ ბაზარში დილით მისულ მოვაჭრეებს კარი დალუქული დახვდათ, სავაჭრო ფარდულები კი დამწვარი. მიზეზი წუხელ გაჩენილი ხანძარია, რომლის შედეგადაც დამწვარია 2000 კვადრატული მეტრი ფართობი. ოცდაათამდე მოვაჭრე სამუშაო ადგილის გარეშე დარჩა. მოვაჭრეები ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე არ საუბრობენ, კომენტარზე უარი განაცხადა ბაზრის ადმინისტრაციამ. ამ ეტაპზე უცნობია რა რაოდენობის ზარალი მიადგათ დაზარალებულებს. მოვაჭრეებს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფრისი შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა.

დღეს დილიდან დალუქულია ბაზრის ტერიტორია, სადაც ექსპერტები მუშაობენ, ხანძრის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

Share.

Comments are closed.