შესაძლოა უძველესი სიონის ეზო „ბაბა ჟენიას” – იგივე დედა მარიამის საძვალე გახდეს

0

1438659458_bolnisis_sioni_by_jafooo-d5uoeehინფორმაციას დედა მარიამის (ევგენია ვაგილევიჩი) უკრაინიდან საქართველოში გადმოსვენების შესახებ პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„სად მიშვებთ, ჩემი სამშობლო სიონი და წუღრღაშენიაო… მკვდარი მაინც დამაბრუნეთო… ხუთი წლის წინ გარდაიცვალა… დროა, მისი ანდერძი შესრულდეს. მეუფე ეფრემისგან კურთხევა ავიღე და თქვენი მხარში დგომის იმედი მაქვს, რომ დედა მარიამი საკუთარი ,,შვილის” ბოლნისის სიონის მიწას დაუბრუნდეს… უკრაინაში ალბათ რიგითი გარდაცვლილია, ჩვენთვის კი თანამედროვე ქვემო ქართლის უახლესი ისტორია… ამოგლეჯილი ფურცლები ადგილს უბდა დაუბრუნდეს…” – წერს მამა პეტრე და დედა მარიამის მოღვაწეობას იხსენებს:

„საოცარი წარსულის და ისტორიის მქონე ქალბატონი, აზერბაიჯანელ მეუღლეს სამამულო ომიდან გამოყვა… ბოლნისში ჩამოსვლამდე არ იცოდა, რომ არაქრისტიანზე იყო გათხოვილი, მაგრამ როგორც თავად აღნიშნავდა, სახლის ფანჯრებიდან დანახულმა სიონმა და წუღრუღაშენის გუმბათმა გადააფიქრებინა სამშობლოში დაბრუნება. არც შვილი ჰყოლია, ალბათ ასეთი იყო ღვთის ნებაო, სევდიანად ჩაილაპარაკებდა, სამაგიეროდ ეს ორი ტაძარი გამოვზარდე და გადავარჩინეო… ქარში თუ წვიმაში მოსვენებას კარგავდა, ძილი არ ეკარებოდა თურმე, რომ წარმოიდგენდა, ნახევრად ჩამოშლილი სახურავებიდან, როგორ დასველდებოდა ნაფრესკალი კედლები… იგი ისტორიკოს გიორგი ჩუბინიშვილს მოესწრო და გზა გაუკვალა მიწის სქელი ფენით დაფარული ისტორიისაკენ… მეუფე ეფრემმა მადლიერების ნიშნად, უწმინდესთან წარადგინა და მალევე დედა მარიამი გახდა… უწმინდესმაც გაიხსენა, ბოლნისის სიონში მისი მოგზაურობის შესახებ და ჟენიას იქ მოღვაწეობას გმირობა უწოდა… დედა მარიამთან უკრაინიდან უმცროსი და ჩამოვიდა, რამოდენიმე დღეში თან წაიყვანეს…წასვლამდე მთავარ ბიბლიოთეკაში საღამო მოვუწყვე და მიძღვნილი ლექსი წავუკითხე… მას არ სურდა წასვლა და ბოლო წუთამდე გვთხოვდა, არ გაგვეშვა, მაგრამ…”

 

Share.

Comments are closed.