ქალთა ოთახში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

0

12231657_952345534854856_842194033_nქალთა ოთახის მენეჯერმა თინათინ ფრუიძემ ბოლნისელი ქალბატონებისთვის საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა, რომელიც სოციალურ მედიას და  მცირე ბიზნესის განვითარებას შეეხო. შეხვედრისას  მან აუდიტორიას ის ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა, რომელიც ისრაელში, საერთაშორისო სემინარზე მიიღო  და ქალბატონებს ბიზნესის მიმართულებით მეტი ჩართულობისკენ   მოუწოდა.

თინათინ ფრუიძე,  ქალთა ოთახის მენეჯერი: 

– დღევანდელი შეხვედრით  მსურს ის გამოცდილება გავაზიარო, რომელიც იზრაელში ყოფნისას სოციალურ მედიაზე და მცირე ბიზნესის განვითარებაზე მივიღე. მინდა ამ შეხვედრის შემდეგ ქალბატონებმა, რომლებიც გვესწრებიან, განავითარონ,  ან გაუჩნდეთ სურვილი ბიზნესის  წამოწყების.  ვფიქრობ,  ეს გამოცდილება ბიზნეს იდეის განვითარებისთვის და  მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოადგებათ.


Share.

Comments are closed.