ფრიდონ გიგანი საქართველოს ჩემპიონი გახდა

0

12233086_953559681400108_1419390020_n11-13 ნოემბერს ქალაქ თბილისში გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ძიუდოში დიდებს შორის, სადაც მონაწილეობას ყველა რეგიონის უძლიერესი სპორტსმენები იღებდნენ. ბოლნისიდან 73 კგ წონით კატეგორიაში ფრიდონ გიგანი და 90 კგ წონით კატეგორიაში ნოდარ ბერიანი ასპარეზობდნენ. ეროვნულ ჩემპიონატზე ფრიდონ გიგანმა ხუთი შეხვედრიდან ხუთივე მოიგო და ფინალში უძლიერეს მეტოქეს, ახალგაზრდული ნაკრების წევრს, მსოფლიოს   და ევროპის  პრიზიორს კაციაშვილს დაუპირისპირდა და საქართველოს ეროვნული ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მოიპოვა.

შერმადინ დადვანი, მთავარი მწვრთნელი ძიუდოში:

– ფრიდონი სამი წელია გვასახელებს, იგი თავის წონით კატეგორიაში ერთ-ერთი უძლიერესია. ეს დიდი შრომის შედეგია, ფრიდონი მონდომებული და მოტივირებულია, თავს არ ზოგავს და იბრძვის წარმატებისთვის. გული მწყდება, რომ მსაჯების არასწორი გადაწყვეტილების გამო   ნოდარ ბერიანი ფინალში ვერ გადავიდა   და ხუთეულში დარჩა.

ფრიდონ გიგანი, 2015 წლის საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში:

-ფინალში ძლიერ მეტოქეს შევხვდი,  ბრძოლა მისი უპირატესობით დაიწყო, შემდეგ ძალები გავათანაბრეთ და ეს ჩემპიონატი მოვიგე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს მწვრთნელებს დიდი მადლობა გადავუხადო, ყველა ეს შედეგი და წარმატება მათი დამსახურებაა.

12270144_953559691400107_1603046855_n 12272531_953559688066774_871739353_n


Share.

Leave A Reply