ქეთო კენჭოშვილის ნატვრა რეალობად იქცევა. სახლი, სადაც მრავალი წელია ცხოვრობს, ავარიულია, სახურავი დაზიანებული. როგორც მოხუცი გვიამბობს, ცუდ ამინდში სახლშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ. მარტოხელა მოხუცი სახურავის შეცვლას თხუთმეტი წელია უშედეგოდ ითხოვდა, დაზიანებულმა სახურავმა საფრთხე კედლებსაც შეუქმნა, დანესტიანდა ოთახები. ქეთო კენჭოშვილმა დახმარებამიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის გამგებელს სთხოვა, რასაც შედეგი მოჰყვა. მალე სოციალურად დაუცველი მოხუცის სახლს სახურავი შეეცვლება. ქეთო კენჭოშვილის მსგავსად უკიდურესად გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება სერგო ახობაძეს, ელიკო ბერიძეს, ნინა ჩაგელიშვილის და დარიკო ოგანეზოვას. სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობა მძიმეა, ისინი საკუთარი სახსრებით არათუ სახლის შეკეთებას, თავის რჩენასაც ვერ ახერხებენ. ამიტომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მიიღო გადაწყვეტილება დაეხმაროს იმ ოჯახებს, რომელთა ეკონომიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
უკიდურესად გაჭირვებულ რამდენიმე ოჯახს სახლის სახურავს შეუკეთებენ
0
Share.