სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების უმრავლესობა დასრულებულია

0

12255730_809021069206817_1061980868_oსოფლის განვითარების პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები სრულდება. სასმელი და სარწყავი სიტემების მოწესრიგება, შიდა გზებისა და გარე განათების მოწყობა, მშენებარე რიტუალების სახლების დასრულება – ეს იყო ის ძირითადი პრიორიტეტები, რაც სოფლოს მხარდაჭერის პროგრამით 2015 წელს განხორციელდა. სოფლებში მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად მოგვარდა ინფრასტრუქტურული პრობლემები, რიგ სოფლებში მოხდა სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია, მოეწყო ჭაბურღილები, შეიცვალა საკანალიზაციო ქსელი, შემოიღობა სასაფლაოები, სოფელ დისველსა და სოფელ კიანეთში გარე განათება გაკეთდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიმდინარე სამუშაოების უმეტესობა დასრულებულია, რამდენიმე სოფელში კი ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

Share.

Comments are closed.