სოფელ ჭაპალამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

11057632_1063387010389084_5441398091552984096_o (1)რამდენიმე დღეა აქტიურ ფაზაში შევიდა სოფელ ჭაპალამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული გზის მონაკვეთი წლებია ამორტიზებულია. ტენდერში გამარჯვებული კომპანია 640 გრძივი მეტრის მოასფალტებას ახორციელებს, დასაქმებულია 30-მდე მუშახელი. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ორფენიანი ასფალტის გარდა მოეწყობა გვერდითი სანიაღვრეები. სოფელ ჭაპალამდე მიმასვლელი გზის სრული რეაბილიტაცია 1 დეკემბრამდე დასრულდება, რის შემდეგაც მგზავრებს კომფორტულად გადაადგილების საშუალება ექნებათ.

Share.

Comments are closed.