„სიონმა” „ჩიხურა” 4 უპასუხო გოლით გაისტუმრა

0

12278695_1061776420499821_5082294268019630408_n28 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XIII ტურის შეხვედრა გაიმართა დღეს ბოლნისში. ბოლნისის „სიონმა” საჩხერის „ჩიხურას” უმასპინძლა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 70-ე წუთზე ვილი ისიანმა გახსნა. 75-ე წუთზევარლამ კილასონიამ გაიტანა, კიდევ ორ წუთში კი თავი ლუკა რაზმაძემაც გამოიჩინა. საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ოთარ კობახიძემ დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით ბოლნისელებმა 29 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლეს. ლიდერი თბილისის “დინამოა” 34 ქულით, მესამე ადგილზე გორის “დილაა” 28 ქულით, რომელსაც თამაში რეზერვში აქვს.


Share.

Comments are closed.