„სიონმა” ბათუმის „დინამო” 5:3 დაამარცხა

0

12187801_1050116004999196_8563307788351239433_n

ეროვნული ჩემპიონატის 10-ე ტურის მატჩი, ბოლნისის „სიონმა“. ქობულეთში, „ჩელე არენაზე“, ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართა და დამაჯერებელი ანგარიშით – 5:3 იმარჯვა.

მიუხედავად ცუდი ამინდისა და მინდვრის საფარისა, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, თამაში თვალსასეირო გამოდგა და სტადიონზე შეკრებილმა მცირე ქომაგმა საკმაოდ კარგი სანახაობა იხილა.

ბოლნისის „სიონმა“ პირველ ნომრად ითამაშა და თამაში თავისი კარნახით წაიყვანა. სტუმრებმა, სახიფათო იერიში უკვე მე-2 წუთზე განახორციელეს, მაგრამ ფოფხაძემ ფლანგიდან კარგად ვერ ჩააწოდა ბურთი და სიტუაციაც განიმუხტა.

მალევე, ქავთარაძემ ვერ ივარგა და ბოლნისელთა კარს დიდი მანძილიც ააცილა.

15-ე წუთზე, გოგობერიშვილმა და მედინამ სახიფათო მომენტები გაცვალეს. ჭეიშვილმა კი მოედნიდან გიორგი ბერიაშვილი ნაადრევად გაიყვანა, რომელსაც ტრავმა ბოლომდე არ ჰქონდა მოშუშებული.

ძალიან კარგი ეპიზოდი შექმნა ისიანმა, რომლის ფლანგურ გარღვევას საჯაიამ და მანჯგალაძემ სათანადოდ ვერ უპასუხეს და იმის მაგიერ, რომ კარში ბურთი გადაეგზავნათ, ერთმანეთს ხელი შეუშალეს, შესაბამისად, საჯაიამ, ააცილა.

„სიონის“ შეტევებმა ლოგიკური დასასრული 36-ე წუთზე იპოვნა. დიმიტრი ტატანაშვილმა, თავის ყოფილ გუნდს (ტატანაშვილი ბოლნისში 6-თვიანი იჯარით იმყოფება) თავით გაუტანა, თუმცა ეს არ იყო ერთადერთი გოლი ბათუმელთა კარში. ტატანაშვილმა, „დინამოს“ სამჯერ გაუტანა და სამივეჯერ თავური დარტყმით, ორჯერ კი, ასეთ ეპიზოდში, მას მეკარე ალავიძემ აჯობა.

პირველი ტაიმის მიწურულს, „სიონისგან“ ბათუმში წასულმა პორტუგალიელმა მედინამ, ანგარიშის გათანაბრება შეძლო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არცერთმა ფორვარდმა, ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა.

მეორე ტაიმში ჩვენი გუნდი უფრო მოტივირებული ჩანდა, რაც მალევე გოლად ისევ ტატანაშვილმა გარდასახა და გოლიც გაიტანა. ვილი ისიანმა, ბოლნისელთა უპირატესობა სოლიდური გახადა – 1:3.

ჭეიშვილის შეგირდებმა „სიონის“ სახიფათო შეტევებს ტეტუნაშვილის გოლით უპასუხეს, რომელსაც ბოლნისელთა მცველისგან ცუდად მოგერიებული ბურთი მიუვიდა.

გუნდის კაპიტანმა, დავით სვანიძემ, რომელმაც „სიონის“ მაისურით 302-ე მატჩი ჩაატარა, მიმდინარე სეზონში, მესამე გოლი მიითვალა და ფაქტობრივად, შეხვედრის ბედი გადაწყვიტა – 2:4.

როგორც გაირკვა, ეს არ იყო ამ თამაშში ბოლო გოლი. დიმიტრი ტატანაშვილმა, 90-ე წუთზე, ჰეთ-თრიქი შეასრულა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ლუის მედინამ სახიფათოდ დაარტყა. მისი დარტყმულიც გადიოდა ბოლნისელთა კარში, მაგრამ ქავთარაძემ არ გარისკა და კარის ხაზიდან ბურთს ფეხი მიაყოლა.

ამ შეხვედრის შემდეგ, „სიონი“ 20 ქულით ცხრილის მესამე ადგილზე დამკვიდრდა. ვარლამ კილასონიას გუნდს რეზერვში კიდევ ერთი შეხვედრა აქვს, რომელიც, ზუგდიდში 14 ნოემბერს გაიმართება.

11-ე ტურის მატჩს, „სიონი“ 8 ნოემბერს, „თამაზ სტეფანიაზე“, ქუთაისის „ტორპედოს“ წინააღმდეგ გამართავს.

უმაღლესი ლიგის მე-10 ტური

„ჩელე არენა“. დინამო (ბათუმი) – სიონი (ბოლნისი) – 3:5

სიონი: ნანიევი, ფოფხაძე, ჯაფიაშვილი, საჯაია (კობახიძე 74’), სვანიძე (კაპ), გაფრინდაშვილი, რაზმაძე (მიქაბერიძე 45’), მანჯგალაძე, ისიანი (შალამბერიძე 81’), გოგობერიშვილი, ტატანაშვილი;

სათადარიგო: მერლანი, უგულავა, ვასაძე, ჭიკაიძე;

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია;

დინამო: ალავიძე, სუხიაშვილი, მახარაძე,(კაპ) გოგიტიძე, ტეტუნაშვილი, ფონიავა, ვარშანიძე, მაქაცარია (ჩირიკაშვილი 56’), ქავთარაძე, ლუის მედინა, ბერიაშვილი (აბუსელძე 22’);

სათადარიგო: ქორიძე, დიასამიძე, თევდორაძე, კვანტალიანი;

მთ. მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი;

მთავარი არბიტრი: ლაშა სილაგავა;

გაფრთხილება: გოგობერიშვილი, სვანიძე;

გოლები: ტატანაშვილი 36’, 48’, 90’ , ლუის მედინა 45’, ისიანი 57’, ტეტუნაშვილი 65’, სვანიძე 78’ , ქავთარაძე 90+3’;


Share.

Comments are closed.