სახუნდარას მამათა მონასტრამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

0

12227495_445120149022546_386376697_oსახუნდარას მონასტერში მცხოვრებ ბერ-მონაზვნებს მალე გადაადგილების პრობლემა აღარ ექნებათ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტაძრამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. დაზიანებული გზის გამო მონასტერი წვიმიან ამინდში გარე სამყაროს წყდება. სოფელ ტალავერიდან  მონასტრამდე მისასვლელი გზის დიდი ნაწილი ტყეში გადის. ცუდ ამინდში წამოსული ნიაღვარი გზას კეტავს.  სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.  800 მეტრზე მოიხსნება დაზიანებული საფარი და ორივე მხარეს მოეწყობა გრუნტის სანიაღვრეები.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შესრულებული სამუშაოებიდან მორჩენილი ეკონომიით გადავწყვიტეთ რეაბილიტაცია ჩავუტაროთ სახუნდარას მონასტრისკენ მიმავალ გზას, კერძოდ იმ ადგილს, რომელიც წვიმის დროს იკეტება და პრობლემას უქმნის მონასტერში მცხოვრებ ბერ-მონაზვნებს.  ობიექტებიდან მორჩენილი თანხის გაერთიანების ნებართვა წელს მთავრობისგან პირველად მოგვეცა, სწორედ ამ თანხით ჩატარდება სამუშაოები, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება“. -აღნიშნა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.

Share.

Comments are closed.