სახალხო დღესასწაული ,,საბაობა 2015’’ დასრულდა

0

12200863_875613639220046_385702035_nსახალხო დღესასწაული ,,საბაობა 2015’’ რამდენიმე დღე გაგრძელდა და 4 ნოემბერს კულტურული ღონისძიებებით დასრულდა.

ქალაქ რუსთავის ფოლკლორის სკოლის მოსწავლეებმა, კულტურის სახლში ბოლნისელებს თანამედროვე მუსიკის საღამო შესთავაზეს. ანსამბლი ,,თუთარჩელა“ მაყურებლის წინაშე 16 ნომრით წარსდგა. ღონისძიებას ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი ესწრებოდა, რომელმაც ანსამბლი ბოლნური ჯვრით დაასაჩუქრა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელით კი ანსამბლი, დღესასწაულზე მონაწილეობისთვის, მადლობის სიგელით დააჯილდოვდა. ,,თუთარჩელას“ მოსმენის შემდეგ ბოლნისელმა მაყურებელმა კულტურის სახლის წინ, საბას ძეგლთან გადაინაცვლა, სადაც ახალგაზრდა პოეტების ლიტერატურული საღამო ,,აქ ხომ სულხანის სულის განძია“ გაიმართა. საღამო რამდენიმე საათი გაგრძელდა, სადაც ახალგაზრდებმა საკუთარი შემოქმედება წარმოაჩინეს. ღონისძიება ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა.

საბაობა 2015 ბოლნისის მუნიციპალიტეტში პირველ ნოემბერს დაიწყო და ოთხში დასრულდა. თითოეული დღე კულტურული და სპორტული ღონისძიებებით იყო დატვირთული. ყველა ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათის იყო და შესული თანხა ბოლნისელ ახალგაზრდას, ამირან ფრუიძეს მოხმარდება.

 


Share.

Comments are closed.