,,სახალხო დღესასწაული საბაობა-2015“ დაიწყო

0

12204036_947481698674573_1870505076_o1 ნოემბერს კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი „საბაობა 2015’ დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ბოლნისის კულტურის სახლში, ფოლკლორული ხელოვნების კონცერტი გაიმართა, სადაც ადგილობრივ შემოქმედებით ჯგუფებთან ერთად, მოზარდთა და მოზრდილთა სხვადასხვა  ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიება ღირსების ორდენის კავალერმა დავით წულუკიძემ გახსნა და აუდიტორიას დიდი ქართველი მამულიშვილის სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედება და განვლილი გზა კიდევ ერთხელ შეახსენა, შემდგომ კი  სცენა ფოლკლორულ ანსამბლებს დაეთმოთ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მსოფლიო, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონები ბერძნულ, რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში.

კობა ჟრენტი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი: – შევეცადეთ,  „საბაობა 2015“ ყოფილიყო დახუნძლული ღონისძიებათა ციკლით. ეს დღესასწაული მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, ზოგადად მთელი ქვეყნისთვის, ვინაიდან სულხან საბა ორბელიანის ფიგურა  და მისი როლი ჩვენი ქვეყნის წინაშე  იმსახურებს,  რომ  დიდი შემართებით შევხვდეთ ამ  დღესასწაულს.

 პაატა ხიზანაშვილი, ქვემო ქართლის რწმუნებულგუბერნატორი: – ასეთი კულტურული ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია. ხელოვნებისა და კულტურის განვითარება არის ჩვენი  ქვეყნის წარმატების საწინდარი.

რამაზ ნოზაძე , ოლიმპიური ჩემპიონი:  – ემოციებს ვერ ვმალავ, ძალიან დიდი მუხტი მოდიოდა, დრევანდელ ღონისძიებაზე ქართული სული და გული იგრძნობოდა.

პროექტის ავტორი დავით წულუკიზე:  – ბედნიერი ვარ, რომ  აქ ვართ და ვუერთდებით ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. იმედი მაქვს კონცერტის დასრულების შემდეგ  პატარა მოცეკვავეებს ბოლნისის კულტურულ მემკვიდრეობას გავაცნობთ და საბას მიწა-წყალს მოვინახულებთ.

საბაობა 2015 ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათისაა.

 


Share.

Comments are closed.