10 ნოემბერს სტარტი აიღო შიდა საკვალიფიკაციო ტურნირმა ჭადრაკში, სადაც სამი ასაკობრივი ჯგუფის 50-მდე მოზარდი მონაწილეობდა.
საჭადრაკო სკოლა „ნონას“ აღსაზრდელები, რომლებიც შიდა ტურნირზე საპრიზო ადგილებს დაიკავებენ, შესაბამისი თანრიგის მოსაპოვებლად თბილისში გააგრძელებენ ასპარეზობას.
ტურნირი 19 ნოემბერს დასრულდება.