10 ნოემბერს სტარტი აიღო შიდა საკვალიფიკაციო ტურნირმა ჭადრაკში, სადაც სამი ასაკობრივი ჯგუფის 50-მდე მოზარდი მონაწილეობდა.
საჭადრაკო სკოლა „ნონას“ აღსაზრდელები, რომლებმაც შიდა ტურნირზე საპრიზო ადგილები მოიპოვეს, 5-6 დეკემბერს, ჭადრაკის სასახლეში შესაბამისი თანრიგის მოსაპოვებლად გააგრძელებენ ასპარეზობას.
შიდა საკვალიფიკაციო ტურნირის პრიზიორები არიან:
10-დან 15 წლამდე ასაკის ვაჟები
I ადგილი – ბაგიროვი ნიკა
II ადგილი – კიკოლიაშვილი ნიკა
III ადგილი -ბარტყულაშვილი შალვა.
10-დან 15 წლამდე ასაკის გოგონები
I -სამადაშვილი თამთა
II – რეხვიაშვილი სალომე
III – რეხვიაშვილი ლიკა
10- წლამდე ვაჟები
I – ავქოფაშვილი სანდრო
II – დევნოზაშვილი რეზო
III – რეხვიაშვილი გიორგი