„საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების გზით ახალგაზრდების საერთო პრობლემების მოგვარებაზე“ საპილოტე პროგრამა დაიწყო

0

12304463_1695417274024082_7160310431762380440_oარასამთავრობო ორგანიზაციამ “ქვემო ქართლის ეთნოშორისი ერთობამ“ „საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების გზით ახალგაზრდების საერთო პრობლემების მოგვარებაზე“ პრეზენტაცია გამართა და პროექტის ფარგლებში ოფისი გახსნა.

პროექტი ევროკავშირის ინიციატივით განხორციელდა,  მისი მიზანია საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებში ტურიზმის განვითარება და ამ გზით მოსახლეობის დასაქმება. პროექტის ფარგლებში განხორციელდება გიდების მომზადების პროგრამა, სადაც მსურველები ევროპული სტანდარტებით შეისწავლიან ტურიზმის განვითარებას. გიდების პროგრამის გარდა პროექტის ფარგლებში კონკურსის შედეგად შეირჩევიან პროვაიდერები, რომლებიც პროფესიული ტრენინგების პარალელურად მიიღებენ ზოგად განათლებას კულტურათაშორის დიალოგსა და ტოლერანტობაზე.

პრეზენტაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, პედაგოგები, ბიზნესმენები და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კარინა ბეჟანიშვილი, „ქვემო ქართლის ეთნოშორისი ერთობის“ ორგანიზაციის თავმჯდომარე:

-დღევანდელი დღე ჩვენი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია. ბოლნისში ევროკავშირის ინიციატივით დაიწყო საპილოტე ერთობლივი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების დასაქმებას. პროექტი მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ტურიზმის განვითარებაზე.

მარინა მეტრეველი, პროექტის პარტნიორი:

-პროექტი ითვალისწინებს ტურიზმის პოტენციალის განვითარებას საზღვრისპირა რეგიონებში, ადამიანების დასაქმებასა და ეკონომიკიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროექტი თავიდან აგვაცილებს მიგრაციასა და სიღარიბეს.

თამაზ ჩუბინიძე, მაჟორიტარი დეპუტატი:

-ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია  რეგიონისთვის. შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, მოხდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზება და ეს ყველაფერი ჩვენს ეკონომიკაზე  აისახება. მუნიციპალიტეტი მსგავს პროექტებს ყოველთვის მხარს დაუჭერს.


Share.

Leave A Reply