საბაობის ფარგლებში მთავარ ბიბლიოთეკაში ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა

0

12202281_875587022556041_1623616154_n„ნეტარ არს კაცი, რომელმან ჰპოვა სიბრძნე“ – ასე ეწოდა ლიტერატურულ საღამოს, რომელიც 3 ნოემბერს მთავარი ბიბლიოთეკის  დარბაზში გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, მთავარი, საქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს შესანიშნავი იგავთმწერის, ლექსიკოგრაფისა და დიპლომატის უკვდავი ნაწარმოებები. ლიტერატურულ საღამოს ლაიტმოტივად ქართული საგალობლები გასდევდა, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავს  ხდიდა დიდი ქართველი დიდაქტიკოსის გენიით შექმნილ ნაწარმოებებს.

ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იყო სულხან-საბა ორბელიანის მშობლიური სოფელი ტანძია და მისი სახლ-მუზეუმი.

ლიტერატურული საღამო საქველმოქმედო ხასიათისიყო და „საბაობა 2015“-ის ფარგლებში ჩატარდა.

თეონა აბრამიშვილი, ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელი:

-ყველას ვულოცავ სახალხო დღესასწაულს „საბაობა 2015“. ვართ ძალიან ბედნიერები და ამაყები, რომ  საბა ჩვენი კუთხის შვილია. დღევანდელმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა დიდი ქართველი მამულიშვილის განვლილი გზა და მისი როლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.


Share.

Comments are closed.