„საბაობა 2015“-ის ფარგლებში საგანმანათლებლო შეხვედრა მოეწყო

0

12188446_875177039263706_176592707_n„მთელ საქართველოს მამად მიაჩნდა“, ასე ერქვა საგანმანათლებლო ღონისძიებას, რომელიც ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში მოეწყო. მამა ილია ჭიღლაძემ ისაუბრა სულხან-საბაზე, როგორც დიდ მწერალზე და საზოგადო მოღვაწეზე, ხაზი გაუსვა მის სასულიერო და საერო ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტებს.

შეხვედრას  მოსწავლეები, პედაგოგები და ბიბლიოთეკების  თანამშრომლები ესწრებოდნენ. მსგავსი სახის შემეცნებითი თუ საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრები მამა ილია ჭიღლაძესთან ხშირად ეწყობა, რომლის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება.

„ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის ასეთ საკითხებზე დაფიქრება, მიღებული ინფორმაციის გაანალიზება, მათი დაინტერესება, რათა კიდევ მეტი წაიკითხონ, მოისმინონ და განავითარონ ინტელექტი და აზროვნება, თუნდაც ისეთი ისტორიული ფიგურის ირგვლივ, როგორიცაა სულხან-საბა ორბელიანი. სულხან-საბა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პიროვნება, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა ჩვენს ისტორიაში. მიმაჩნია, რომ თითოეული ქართველი და მითუმეტეს ბოლნისელი, ბოლნისში მცხოვრები ახალგაზრდები, კარგად უნდა იცნობდნენ მისი ცხოვრების გზას“, –  განაცხადა მამა ილია ჭიღლაძემ.

Share.

Comments are closed.