„საბაობა 2015“ დასასრულს უახლოვდება

0

12202174_875613722553371_1921931924_nბოლნისის კულტურის სახლში საბაობასთან დაკავშირებით მორიგი თეატრალური ღონისძიება გაიმართა. კულტურის სახლის თეატრალური მიმართულების ხელმძღვანელმა და კულტურის სახლის თანამშრომლებმა მინი ლიტერატურული სპექტაკლი წარმოადგინეს.

„ჩვენ ისევ და ისევ თემატურად ვტრიალებთ საბას ირგვლივ, ვინაიდან ამ დღესასწაულს ყოველწლიურად აღვნიშნავთ და თემა არის უცვლელი, გადავწყვიტეთ საბას ცხოვრების გზა წარმოგვედგინა თეატრალიზებული სახით. შევეცადეთ სცენაზე გადმოგვეტანა სულხან-საბას მუზეუმი, სადაც შემთხვევით მოხვედრილ ახალგაზრდებს ვაცნობთ საბას ისტორიას, მის მოღვაწეობას. ვფიქრობ საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი და ბევრის მთქმელია ასეთი სახის საგანმანათლებლო მინი სპექტაკლების ჩვენება“, -განაცხადა ბოლნისის კულტურის სახლის თეატრალური მიმართულების ხელმძღვანელმა შოთა მერკვილაძემ.

თეატრალიზებული ღონისძიება სახელწოდებით „მაინც რა არის სამშობლო“… მრავალხმიანი ქართული სიმღერით გაალამაზა ბიჭუნათა ანსამბლმა „ბოლნისმა“.  ააიპ ბოლნისის კულტურის საკლუბო, საბიბლიოთეკო, სამუზეუმო გაერთიანების უფროსმა თეონა აბრამიშვილმა, ღონისძიების ავტორს შოთა მერკვილაძეს მადლობის სიგელი გადასცა.

შეგახსენებთ, რომ ღონისძიებას საქველმოქმედო სახე ჰქონდა, შემოსული თანხა ამირან ფრუიძის ანგარიშზე ჩაირიცხება.

„საბაობა 2015“ 1 ნოემბერს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა და დღეს ღონისძიებითა და ფეიერვერკით დაგვირგვინდება.


Share.

Comments are closed.