არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქალი და სამყარო” პროექტის ,,გოგონების ინფორმირება რეპროდუქციული და სექსუალური განათლების შესახებ “ფარგლებში მრგვალი მაგიდა გამართა, სადაც მოწვეულები იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებთან ერთადაც განიხილეს და შეაჯამეს ჩატარებული აქტივობები. პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ექვს საჯარო სკოლაში გაიმართა შეხვედრები, მოხდა ნაადრევი ქორწინების რისკების და უარყოფითი შედეგების განხილვა. აღნიშნულ თემებზე მოზარდებს ტრენერ-ექიმი ესაუბრებოდა. ჩატარდა გამოკითხვა – უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლებში სექსოლოგია , აღნიშნული საკითხი განიხილეს მრგვალი მაგიდის ფორმატშიც და შეჯერდნენ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების, რათა მოზარდები იყვნენ ინფორმირებულები სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ.
,,ორგანიზაცია “ქალი და სამყარო” პროექტს რვა თვის მანძილზე „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა. ჩატარდა არაერთი საინფორმაციო კამპანია, დარიგდა ბროშურები, მოეწყო სატელევიზიო გადაცემები, დამზადდა სარეკლამო ვიდეორგოლი, სადაც ექიმები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ნაადრევი ქორწინების უარყოფით მხარეებზე საუბრობენ, პროექტი მრგვალი მაგიდით დასრულდა.’’- აღნიშნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარინა ბჟალავამ.