შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ქვემო ბოლნისსა და ნახიდურში გოგონათა უფლებების შესახებ შეხვედრა გაიმართა. მინისტრის აპარატისა და ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლებმა საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს მიაწოდეს ინფორმაცია სტამბულის კონვენციის რატიფიცირების, ქალთა მიმართ ძალადობის, ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებსა და ბავშვთა უფლებების კონვენციის ძირითად პრინციპებზე.
ნახიდურსა და ქვემო ბოლნისში გოგონათა უფლებების შესახებ შეხვედრა გაიმართა
0
Share.