მუნიციპალური ტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა

0

12212226_875693245878752_247935449_nდღეს ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპულ და დაკარგულ მებრძოლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი დასკვნითი ტურნირი გაიმართა მინი ფეხბურთში, სადაც მუნიციპალიტეტის  სოფლებისა და ორგანიზაციების კოლექტივები იღებდნენ მონაწილეობას.

ფინალურ მატჩზე ღვინის ქარხნის გუნდი „გუგული“ სოფელ ბალიჭის გუნდს დაუპირისპირდა.  პირველი ტაიმი ფრედ 2:2 დასრულდა. რაც შეეხება მეორე ტაიმს,  ბოლნისელების უპირატესობით მიმდინარეობდა და თამაში 6:4  ღვინის ქარხნის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

პეტრე დანელია, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დირექტორის მოადგილე:

_მუნიციპალური მატჩი მინი ფეხბურთში ყოველწლიურად იმართება და მას ტრადიციული სახე აქვს. აღნიშნული ტურნირი მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს დაიწყო და  16 გუნდი  მონაწილეობდა.

პირველ ადგილზე გასულ გუნდს თასი, სიგელი, დიპლომი და ფულადი პრიზი 250 ლარის ოდენობით გადაეცემა. მეორე ადგილზე – 150 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ გუნდს 100 ლარი გადაეცემათ.

დასახელდა საუკეთესო მეკარე  – გივი ლაბაძე.

საუკეთესო მცველი _ ირაკლი ხიზანიშვილი.

საუკეთესო ფეხბურთელი – მურმან ქურასბედიანი;

საუკეთესო ბომბარდირი _ ბახვა მოსეშვილი;

საუკეთესო მწვრთნელი _ თემურ გაფრინდაშვილი;

პერსპექტიული მოთამაშე – სოსო ქობულაძე.


Share.

Comments are closed.