მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ წარმატებული ახალგაზრდა დაასაჩუქრა

0

12187866_1058422057552246_1946244952829668960_n

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 100%-იან გრანტოსან სტუდენტს Lenovos ფირმის ნოუთბუქი გადასცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ქალაქ ბოლნისში გამგებლის წარმომადგენელთან ერთად, გრანტოსან სტუდენს მუნიციპალიტეტის გამგებლის, გოგი მეშველიანის სახელით, საჩუქრად ნოუთბუქი გადასცა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.
ლაზარე გობეჯიშვილმა 2015 წელს დაამთავრა ქალაქ ბოლნისის N5 საჯარო სკოლა. წელსვე ჩაირიცხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ მოიპოვა 100% სახელმწიფო სასწავლო გრანტი, რის გამოც სრულად უფინანსდება სწავლების წლიური საფასური, 2250 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ლაზარე გობეჯიშვილი წელს ერთადერთია ბოლნისის მუნიციპალიტეტში, რომელმაც 100%-იანი გრანტი მოიპოვა.

 


Share.

Comments are closed.