მიმდინარე წლის 19 ნოემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩატარდება C ჰეპატიტის სკრინიგი ა.ა.ი.პ. ,,ახალი ვექტორი’-ს მობილური ბრიგადების მიერ. მანქანა მობილური ამბულატორია განთავსდება ბოლნისის საავადმყოფოს ეზოში (მისამართი: ქ. ბოლნისი აღმაშენებლის ქ. #25) დილის 11 საათიდან 17 საათამდე და მოემსახურება ბოლნისისმუნიციპალიტეტის მოსახლეობას.
C ჰეპატიტის სკრინინგი უფასოა მოსახლეობისათვის და შეუძლია ისარგებლოს ნებისმიერმა მსურველმა განურჩევლად ასაკისა. სასურველია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
აქვე გაცნობებთ, რომ 2015 წლის 1 დეკემბრიდან დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყველა ორსულს მიეცემა შესაძლებლობა გინეკოლოგთან პირველი ვიზიტის განხორციელებისას სხვა გამოკვლევებთან ერთად ჩაიტაროს უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე.
ა.ა.ი.პ ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრი